გურიის მოამბე

რუსულმა ძალებმა, უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს

გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა, უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რომელშიც გამოყენებული იქნა დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები – შეტევის ძირითადი სამიზნე, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
რუსული შეტევის შედეგები:
▪️ დნიპრო ‐ მასშტაბური რუსული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 38 დაიჭრა — მათ შორის შვიდი ბავშვი.
▪️ ოდესის რეგიონი – ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტზე აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
▪️ ხარკოვის რეგიონი – აღრიცხულია 8 დაშავებული. სოფელ კოროტიჩში განადგურდა ბენზინგასამართი სადგურის შენობა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
▪️ კიევი – პეჩორსკის რაიონში დაიწვა 4 სატვირთო მანქანა, დაზიანდა 2 შენობა და ერთი ავტომობილი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
▪️ პოლტავას რეგიონი – ქალაქი გორიშნი პლავანი დარჩა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე. კომუნალური სამსახურები მუშაობენ წყლისა და გათბობის მიწოდების აღდგენაზე, თუმცა ელექტროენერგიის სწრაფი დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights