,,მასკარადი ხართ, იაფფასიანი ზვიგენების დამცველი კაცის” – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 8 ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ესწრება.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული.
,,თქვენ ალბათ საკუთარი ნებით საკუთარ განაჩენს წერთ რომელიც მალე გადავა აღსრულების ეტაპზე. მეცოდებით გულწრფელად რადგან აირჩიეთ ღალატის გზა, ნაგავში ჩაფლობის. დიქტატურა დასრულდება. ისტორიამ მე გამამართლა და მომავალშიც გამამართლებს. მასკარადი ხართ, იაფფასიანი ზვიგენების დამცველი კაცის. პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული. მინდა მოვიკითხო ზვიგენი და როცა ქვეყანა გათავისუფლდება ატლანტიკაში დავაბრუნებ მასაც,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.








