“ვინც მართლა განვითარებაზე მუშაობდა, ისინი აგენტებად ყავთ გამოცხადებული – იგივე მთავრობის მიერ შექმნილი (ან კონტროლირებული) არასამთავრობო
ორგანიზაცია“), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის დაუფინანსებიათ”.
ორგანიზაცია“), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის დაუფინანსებიათ”.წერს, სამოქალაქო აქტივისტი, კუკა ბარამიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, და ავრცელებს დოკუმენტაციას, რომლის მიხედვიდაც ირკვევა, რომ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტომ, ოზურგეთის საკრებულოსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აფილირებულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, 100 000 ლაროს ოდენობით გრანტი გადასცა.
“ქოცმა საერო მაღალუწმინდესობებმა რომ შემოაგდეს ტერმინი „დახელფასებულები“ და აქციაზე მდგომ ხალხს მოიხსენიებენ ასე, აგერ, მეგობრებო, სახელმწიფო გრანტების
მართვის სააგენტომ გამოდო ნამდვილი „დახელფასებულების“ სია, რომლებსაც 100000 ლარით დაუფინანსეს პროექტები (ბიუჯეტის, იგივე ჩვენი ფულით).
მართვის სააგენტომ გამოდო ნამდვილი „დახელფასებულების“ სია, რომლებსაც 100000 ლარით დაუფინანსეს პროექტები (ბიუჯეტის, იგივე ჩვენი ფულით).მათ შორის არის ჩვენებური GoNGo (gongo — იგივე მთავრობის მიერ შექმნილი (ან კონტროლირებული) არასამთავრობო ორგანიზაცია“), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის დაუფინანსებიათ.
ალბათ, უფრო არასტაბილურ და ჩამორჩენილ მუნიციპალიტეტების განვითარებას მიემართება ეს პროექტი, აბა, ოზურგეთში რაღა უნდა განავითარონ, თბილისივით არაბთა 400-წლიანი ბატონობის პერიოდი უდგას ოზურგეთის მუნიციპალიტეტს
, აგერ, კაცი მეოთხე ვადით ავირჩიეთ საკრებულოს თავმჯდომარედ ივანიშვილთან მეგობრობაში ჩადებული ღვაწლის გამო.
ვინც მართლა განვითარებაზე მუშაობდა, ისინი აგენტებად ყავთ გამოცხადებული”წერს კუკა ბარამიძე.
ორგანიზაცია, “თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი”, რომელსაც ბიუჯეტიდან გრანტის სახით, 100 000 ლარი-ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის მისცეს, გურიის ექს გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს მაღალჩინოსანს, ნანა თავდუმაძეს, ეკუთვნით.








