გურიის მოამბე

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ივანიშვილის და პუტინის ფოტოები დაწვეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები ისევ ეროკავშირის და საქართველოს დროშებით, ასევე საპროტესტო ბანერებით დგანან. მოთხოვნა უცვლელია: ახალი სამართლიანი არჩევნები და სინდისის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პერფორმანსი გამართა და ბიძინა ივანიშვილის, ვლადიმერ პუტინის ფოტოები და “ქართული ოცნების” ბანერები დაწვა.

,,მე დავწვი დიქტატორის ფოტოები. მსოფლიო დონის დიქტატორის ფოტოები მქონდა მოტანილი, პუტინის და ივანიშვილის. “ქართული ოცნება” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება. ივანიშვილი ვერ იტანს ქართველ ხალხს, ის არის კრემლის აგენტი საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ “ქართული ოცნება”, ივანიშვილის გარეშე ყველაფერი უკეთ იქნება, – ამბობს სადიგოვი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights