„ბიუჯეტის ვირთხა იყავი“, „ლავროვის დამცველი ხარ“, – ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში. ერთმანეთს ოპოზიციის და ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
„2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომი“, – თორნიკე რიჟვაძის ამ განცხადების შემდეგ სხდომაზე ვითარება უმართავი გახდა.
აგვოსტოს ომის გმირების შეურაცხყოფა ოპოზიციამ აჭარის პირველ პირს არ მოუთმინა. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მთელი კასკადი და საგნების სროლა ოპონენტების მისამართით.
ქარული ოცნება ამ დაპირისპირებისთვის კარგად მომზადებული იყო. ვიტარების დაძაბვისთანავე ოცნების დეპუტატებმა წინასწარ გამზადებული პლაკატები გაშალეს.
ვითარება სხდომაზე რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობებიც.
დარბაზის პარალელურად კი, ხმაური იყო შენობის გარეთაც. მონებო, რუსებო, მკვლელებო, კორუმპირებულებო, – ეს შეძახილები თირნიკე რიჟვაძეს იმ აქციიდან ესმოდა, რომელიც სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ამიტომ რიჟვაძე წლიური ანგარიშის წარსადგენად შენობაში პოლიციის კორდონის დახმარებით შევიდა.