გურიის მოამბე

არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა

პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა ქვეყანაში კორუფციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ივანიშვილის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა”.

მისი თქმით, ვერცერთი მსხვილი კორუფციული გარიგება ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

პოლიტიკოსმა, ასევე, აღნიშნა, რომ  დღეს, “ოცნების” მხრიდან კორუფციასთან ბრძოლა არის ყოვლად მოჩვენებითი და ის არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიჭირონ.

თავად ივანიშვილის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა, ამ კლანის პირობებში, ვერც შარშან, ვერც მანამდე. ვერცერთი ასეთი გარიგება კორუფციული, მსხვილი, მის გარეშე უბრალოდ მისი თანხმობის, თუ შეთანხმების არა, გარეშე ვერ მოხდებოდა. 

რაც შეეხება მანტიას კობახიძემ მოისხაო, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, 2024 წლის 8 თებერვალს, როცა კობახიძე “ოცნებამ”, ფაქტობრივად ივანიშვილმა დაამტკიცა პრემიერმინისტრად, მაშინ დეპუტატი ვიყავი, მე მას მივმართე სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან და ვუთხარი, რომ თქვენ გაქვთ შანსი რეალურად დაიწყოთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაშიც არის ქვეყანა გახვეული, მაგრამ ამას და ყველაფერ დანარჩენს აზრი ექნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ჩაატარებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნორმალურად, მაშინ შანსი გაქვთ. დანარჩენი მაშინ ყველაფერი იქნება წყლის ნაყვა და ღრმა ჩიხში საქართველოს დატოვება.

სამწუხაროდ, არც მქონდა სხვა მოლოდინი, კობახიძემ, ივანიშვილმა მეორე აირჩიეს. ახლა ისინი არიან ისეთ ჩიხში, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ყოვლად მოჩვენებითი, პოლიტიკურ დღის წესრიგს დაქვემდებარებული თემაა. ცხადია, ღარიბაშვილიც რომ დაიჭირონ ესეც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იქნება და სხვა არაფერი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილამდე საქმე მივიდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამითაც არ დასრულდეს პროცესი,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights