დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური… დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ… – სალომე ზურაბიშვილი

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური… უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ის მოძალადე პოლიციელების მიერ შშმ მოზარდის ცემას ეხმაურება, თუმცა წერს, იმასაც, რომ კონკრეტული პირების განზოგადება არ შეიძლება და მიუღებელია, რომ კონკრეტული შემთხვევების გამო სახელმწიფო ინსტიტუტს ჩრდილი მიადგეს.

უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს, – წერს სალომე ზურაბიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share