“არაფერი არ ვიცი, ახლა გავიგე, რუსთავში გადაიყვანესო. არავის არ გაუსინჯავს ბოლო დღეებში, მე ეგ არ ვიცი. ვინ დაწერა ეგ დასკვნა, არ ვიცი. მსგავსი არაფერი გამიგია” | ასე ეხმაურება მთავართან საუბრისას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის ვივამედიდან ციხეში გადაყვანასა და პენიტენციურის განცხადებას, რომ “მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა”








