აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” აშშ-სთან კვლავ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში იმყოფება.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სურთ, თუმცა “ჯერჯერობით პასიურობას ხედავენ”.
“ოცნების” პრემიერმინისტრი აღნი9შნავს, რომ ივანიშვილის გუნდი ელოდება და იმედს იტოვებს, რომ აშშ-ში “არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები”.
,,აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.
ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს – არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები,” – განაცხადა კობახიძემ.








