გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც დასაქმდნენ | ჩამონათვალი

საქართველოს პრემირმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2020 წლის “სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ” მოხსენების თანახმად, მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების მიმართულებით, მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს სეზონურად დასაქმება უკვე შეუძლიათ გერმანიაში.  საქართველოსა და ისრაელის შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება დასაქმდნენ ისრაელშიც.

მოხსენების თანახმად, კი ამ ეტაპზე დროებით ლეგალურ დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთის მთავრობასთან.

გარდა ამისა, ინიცირებულია დიალოგი, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან და უნგრეთთან.

ბელგიასა და საბერძნეთთან დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინეთთანაც.

ცნობისთვის, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი, საქართველოს 97 682-მა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა, ქვეყანაში დასაქემბას, მხოლოდ 5 000 ადამიანი შეძლებს.  საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეთა ნაწილს, კი გაუსაძლისი პირობები დახვდათ. სახელმწიფო პროგრამის მონაწილე ადამიანების შრომითი უფლებები დაირღვა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.  საათში გათვალისწინებული გასამრჯელოს – 9 ევროს ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ 3 ევროს იღებდნენ, საცხოვრებელი პირობები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მათ პროგრამის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტო რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა, მხოლოდ ერთ წელში ბიუჯეტის ფულით, 308 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share