ოზურგეთში “სოკარის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებელი ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 130 ლარამდე თანხა გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზეა დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბენზინგასამართმა სადგურმა ფუნქციონირება დილიდან განაახლა.