ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტების შესვლის აკრძალვის ბრძანება დაცვის პოლიციის ოზურგეთის სამსახურის უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა გოჩა გაბედავამ გასცა.
ამის შესახბ განცხადებები, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, დაცის პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ გააკეთეს.
დაცვის პოლიციის თანამშრომელი ნაკაიძე და დაცვის პოლიციის ოფიცერი შავაძე, აცხადებენ, რომ მათ ჟურმნალისტების საკრებულოს შენობაშე შეშვება მათმა ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გაბედავამ აუკრძალა.
ეს განცხადებები დაცვის პოლიციის რიგითმა და დაცვის პოლიციის ოფიცერმა მას შემდეგ გააკეთეს, როცა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძე დაინტერესდა, თუ რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს საკრებულოს შენობაში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმერ მენაბდის საქმეს განიხილავს, რომელსაც ოზურგეთის პოლიცია ორი მუხლით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობით ედავება.
დაცვის პოლიციის თანამშრომლები სასამართლომ ამ საქმეზე დაკითხა.
პოლიციის პოლკოვნიკი გოჩა გაბედავა ოზურგეთის დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.
ჟურნალისტებს ოზურგეთის საკრებულოს, ასევე ოზურგეთის მერიისა და გურიის გუბერნიის შენობაში შესვლააკრძალული უკვე ბოლო ერთი წელია აქვთ.
დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოში ცვენების მიცემისას აღნიშნეს, რომ თავად გოჩა გაბედავას ბრძანება სხვა პირიდან აქვს მიღებული თუმცა დააზუსტეს, რომ ვინ არის “ეს სხვა პირი” ისინი საქმის კურსში არ არიან.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმერ მენაბდის წინააღმდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმეების განხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის პირველი ნახევრიდან მიმდინარეობს.
პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა და საქმეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილავდა, საქმის განხილვიდან 10 დღესში პოლიციამ ჟურნალისტის წინააღმდეგ იგივე ეპიზოდზე მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელშიც ჟურნალისტს უწყება უკვე წვრილმან ხულიგნობას ედავება.
მეორე საქმის განხილვა მოსამართლე ია ბარამიძემ დაიწყო.
ვლადიმერ მენაბდის უფლებების დამცველის, კახა ჩავლეშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ორთავე საქმე გაერთიანდა და მას მოსამართლე ია ბარამიძე წარმართავს.
გუშინ, 19 ოქტომბერს ამ საქმეებზე მორიგი, მეექვსე სასამართლო პროცესი ჩატარდა, მომდევნო სხდომა კი 26 ოქტომბრისათვის ჩაინიშნა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ მენაბდის, დაუმორჩილებლობის ეპიზოდზე 4 ათასი ლარიდან ჯარიმა ან 15 დან 30 დღემდე პატიმრობა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ეპიზოდზე 400 ლარიდან ჯარიმა ან ისევ 15 დან 30 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
ვლადიმერ მენაბდემ მომხდარტან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუტარ გევრდზე რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:
“ზეგ,17 ოქტომბერს მაქვს მეხუთე სასამართლო პროცესი-მედავებიან პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რაც იგივე მუხლია როგორც დაუმორჩილებლობა-ანუ ბრალის დამტკიცების შემთცვევაში ჯარიმა 4 ათასი ლარიდან იწყება ან კიდევ 15 დღიანი პატიმრობიდან 30 დღემდე… პოლიცია ასევე მეორე მუხლითაც მედავებოდა წვრილმანი ხულიგნობა…. რაც ასევე 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს ან ჯარიმა 400 ლარიდან იწყება.. გაიმართა 4 სასამართლო პროცესი ბოლო თვენახევრის განმავლობაში… ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ეს საქმეები გააერთიანა…
სინამდვილეში მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაცვის პოლიციამ კანონის სრული იგნორირებით არ შემიშვა ოზურგეთის საკრებულოში.. მიმართეთ პრესსამსახურსო… აქვე ავღნიშნავ რომ ერთადერთი ჟურნალისტი ვარ ვისაც უკანონოდ აკრძალული აქვს ოზურგეთის საკრებულოში, მერიაში და გუბერნიაში შესვლა… როცა უარის შემდეგ (რასაც შეჩვეული ვარ) უკან ვბრუნდებოდი თავს დაგვესხა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც “მთავარიარხის” მიკროფონის დანახვამ გააღიზიანა… მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი არხის მისამართით… იგინებოდა… მე უმალ მივხვდი რომ საქმე მქონდა ტიპიურ “ქართული ოცნების” ზონდერთან.. (ამჯერად საქართველოს ბანკის ფორმაში გადაცმული).. ამიტომ გავეცალე იქაურობას და მივმართე ოზურგეთის პროკურატურას მიეღო ზომები ვინაიდან მოხდა ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა…. თავის მხრივ (ეტყობა პროკურატურამ) საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია.. მათი სიტყვიერი მითითების საფუძველზე დაცვის პოლიციამ დარეკა 112-ში და მედავებიან აბსურდულ რაღაცას….. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა რომ მე ბილბორდებზე ქალაქ ოზურგეთში გავაკარი უკრაინის მხარდამჭერი ბანერი…. სწორედ ამის გამო გაასმაგდა სუსის პოლიციის მთავრობისა და მმართველი პარტიის ქორების მხრიდან გაშმაგებული შეტევები …”
“დღეს ჩემი სასამართლო პროცესია-ოზურგეთის პოლიცია დაუმორჩილებლობას მედავება… და ჩემს დაჯარიმებას ან პატიმრობას 173 მუხლის პირველი ნაწილით ითხოვს.. ჯარიმა 2 ათასი ლარიდან იწყება.. პატიმრობა 30 დღემდეა… საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა და დაცვისპოლიციამ სინქრონიზირებულად შემომიტიეს საკრებულოს შენობაში შესვლისას, პოლიციამ არ მომცა შესვლის უფლება, არც განმიმარტეს რატო და როცა ვბრუნდებოდი უკან დაიწყეს კოორდინირებულად ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიასა და მთლინად მთავრი არხის გინება.. (რა შუაში იყო).. ვაკონკრეტებ-ამას აკეთებდა საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia თანამშრომლები… სრულიად უმიზეზოდ… რომლებიც იქ რატომღაც “შემთხვევით” აღმოჩნდნენ…. ვადასტურებ შეკამათება მომიწია ბანკის ერთ თანამშრომელთან როცა ვბრუნდებოდი მანქანისაკენ ოპერატორთან ერთად… ამით ისარგებლა პოლიციამ და ცდილობს იმას რასაც ცდილობს…. აქვე ვაცხადებ რომ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო რამდენიმე თვეა აკრძალული მაქვს საკრებულოში შესვლა… დაცვის პოლიცია პრესსამსახურისკენ იშვერს ხელს… გუშინაც კი, როცა სხდომა მიმდინარეობდა და ყველა მედია სხდომაზე იყო მე 20 წუთის განმავლობაში არ მიშვებდა პოლიცია საკრებულოში, როცა ყველაფერი დასრულდა (თითქმის) შემდეგ შეგვიშვენ.. ჩრდილოეთ კორეა კი არა ჩვეულებრივი “კადიროვშინაა”…
“გუშინ ოზურგეთის საკრებულოს წინ ვიდექით.. უწყინარი კომენტარისთვის.. დაცვის პოლიციამ შენობაში არ შეგვიშვა… პრესსამსახურს მიმართეთო.. პრესსამასხურმა შვებულებაში ვარ და აპარატის უფროსს ნანა თავდუმაძეს მიმართეთო.. ნანა თავდუმაძემ მე რა შუაში ვარო.. და ამასობაში მოვარდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ცვლიდა საკრებულოს შენობაში და სააკაშვილის გინება დაიწყო.. გაკვირვებულებმა ვკითხეთ მიშა რა შუაშიაო.. და მთავარის გინება ატეხა… @საქართველოს ბანკი ხომ მშვიდობა გაქვთ…. რატომ გვაქვს აკრძალული ოზურგეთის საკრებულოსა და მერიაში შესვლა არავინ არ გვიხსნის.. ალბათ საქართველოს ბანკს ეცოდინება”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: