გურიის მოამბე

FT: ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის სამშვიდობო გეგმა 19 პუნქტამდე შემცირდა

აშშ-ის სამშვიდობო წინადადება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 28 პუნქტიდან 19 პუნქტამდე შემცირდა. ამის შესახებ ამერიკული მედია აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ თავდაპირველი პროექტიდან ცხრა დებულება ამოიღეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რომელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია შემდგომი შეხვედრები, რომელსაც ასევე დაესწრებიან საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული, NATO-ს გენერალური მდივნისა, პოლონეთისა და ფინეთის ლიდერების შეერთებაც.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-მა და უკრაინამ განაცხადეს, რომ მათ “განახლებული” სამშვიდობო დოკუმენტი შეიმუშავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights