გურიის მოამბე

სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი: ჩემი ვარაუდია, რომ ყველა მტკიცებულება შსს-დან უკვე გატანილი და გამქრალია

სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი,  ლაშა შერგელაშვილი ვარაუდობს, რომ “ოცნება“ ბიბისის იმიტომ არ უჩივლებს, რომ არ მოუწიოს ყველა მტკიცებულების და მათ შორის იმ ქიმიური შენაერთის გატანა შსს-დან, რომელიც მათ ჰქონდათ.

შერგელაშვილი არ გამორიცხავს მათ მტკიცებულებები და ის ქიმიური ნაერთები უკვე გააქრეს და მისი პოვნა გაჭირდება.

„ის შეიძლება გადამალეს, ან გაანადგურეს, ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ამას გამოიყენებდნენ“, – განაცხადა მან.

სუს-მა გამოძიება დაამთავრა, დადო დასკვნა და იმ შემთხვევაში, თუ მათ მოუწევთ ჩივილი ბიბისისთვის, სავარაუდოდ, მოუწევთ ყველა იმ მტკიცებულებების, მათ შორის იმ ქიმიური შენაერთის გატანა შსს-დან, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩემი ვარაუდია, რომ დიდი ალბათობით, მათ ის უკვე გააქრეს, ჩვენ მას ვეღარ ვიპოვით ადგილზე, ის შეიძლება გადამალეს, ან გაანადგურეს, ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ამას გამოიყენებდნენ,- განაცხადა შერგელაშვილმა.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ ბიბისის უფრო მეტად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს.

ამ მრავალთვიანი პროცესის განმავლობაში, როდესაც ბიბისის ფილმის გამოძიების პროცესი მიმდინარეობდა, მე შევისწავლე, რას ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას და მივხვდი, რომ ისინი უპირატესობას მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებს ანიჭებდნენ, რომლებსაც შემდეგ აუცილებლად გამოიყენებდნენ სასამართლოში. ბევრჯერ ითქვა სასამართლო, ის, რომ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემ გაშავებას. არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა, მათ მითხრეს, იქნებ არ გიღირდეს ფილმში მონაწილეობის მიღებაო. 

ამის გაკეთება იმან უფრო მაიძულა, რომ ვიცოდი, როდესაც მე გამოვჩნდებოდი, შსს -ს ეჭვი აღარ გაუჩნდებოდა იმის, რომ ბიბისის გამოძიება მართალი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინია რ გააგრძელებნ ნარატივს, რაც პირველ დღეს დაიწყეს. მე ვიცი, რომ მათ მიმართეს შსს-ს წერილით, ფილმის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე და მათ მიიღეს პასუხი “ოცნებიდან“, რის საფუძველზეც მითხრეს, რომ დაგვცინესო. მსგავსი რაღაცები არც გვქონია, არც გვაქვს და სისულელეებს ბოდავთო, – განაცხადა შეგელაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights