გურიის მოამბე

პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აჭიანურებს – ბლეიზ მეტრეველი

“პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აჭიანურებს და ომის ხარჯებს საკუთარ მოსახლეობას აკისრებს. ის ცდილობს, დააშინოს დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დივერსიული და ტოტალური თავდასხმებით და მათზე, ამ გზით, მანიპულირება მოახდინოს. რუსეთი აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული საფრთხეა, რომელიც კვლავ ცდილობს უკრაინის დამორჩილებას და NATO-ს წევრი სახელმწიფოების შევიწროებას. […] მე საშინელებად მიმაჩნია, რომ პუტინის ისტორიული დამახინჯებების გამო უკვე ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება” | ამბობს გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ბლეიზ მეტრეველი, პირველ საჯარო მოხსენებაზე

მისივე თქმით, რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის უკრაინისადმი „მუდმივ“ მხარდაჭერაში: „ზეწოლა, რომელსაც ჩვენ [რუსეთზე] უკრაინის სახელით ვახორციელებთ, გაგრძელდება“. მეტრეველი ამბობს, რომ ბრიტანეთი “მშვიდობასა და ომს შორის არსებულ სივრცეში” მოქმედებს და ყველას აქვს პასუხისმგებლობა, გაიაზროს დღეს არსებული საფრთხეები, რადგან “ფრონტის ხაზი ყველგანაა”

48 წლის ოფიცერმა, ბლეიზ მეტრეველმა, საიდუმლო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 1 ოქტომბერს დაიკავა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights