გურიის მოამბე

აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა | ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აწერს. ცნობილია, რომ დასანქცირებულია კიდევ ერთი მოსამართლე მონღოლეთიდან.

გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მოსამართლეების დასანქცირების მიზეზია “ისრაელის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში უშუალოდ მონაწილეობა”.

💬 “დღეს, მე ვასახელებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს საქართველოდან და ერდენებალსურენ დამდინს მონღოლეთიდან, აღმასრულებელი ბრძანება №14203-ის საფუძველზე, სახელწოდებით „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება“.

აღნიშნულმა პირებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ICC-ის იმ ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ისრაელის მოქალაქეთა გამოძიებას, დაკავებას, პატიმრობას ან სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის თანხმობის გარეშე, მათ შორის 15 დეკემბერს ისრაელის აპელაციის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მხარდასაჭერად უმრავლესობასთან ერთად ხმის მიცემით. ICC განაგრძობს პოლიტიზებულ ქმედებებს, რომლებიც ისრაელს მიზანში იღებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს ყველა ქვეყნისთვის.

ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და არასწორად აქვემდებარებს აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ჩვენი გზავნილი სასამართლოსთვის მკაფიოა: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მხარეები და, შესაბამისად, არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას. ჩვენ გავაგრძელებთ პასუხის გაცემას მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით ICC-ის „სამართლებრივ ომსა“ და უფლებამოსილების გადამეტებაზე” | ნათქვამია განცხადებაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights