ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც პოლიციელი ხელმძღვანელობდა-ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტში, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელი, ე.წ. “კანონიერი ქურდების “სახელით მოქმედებდა.
პოლიციელმა, ბიზნესმენს, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში რამდენიმე მძიმე დაზიანება მიაყენა და შემდეგ მოახდინა გასროლა.
ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, გუშინ, ოზურგეთში მომხდარი, ე. წ. “საქმის ქურდული გარჩევის” დროს.
შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე მოხდა.
ინცინდენტისას, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც “საქმის გარჩევისას” ერთ ერთ მხარეს წარმოადგენდა, სამსახურეობრივი, ტაბელური იარაღი გამოიყენა.
მან რამდენიმეჯერ გაისროლა.
მოქალაქე ბ.შ. (ადგილობრივი ბიზნესმენი), რომელიც ამ მეორე, დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა გულის შეტევით, გასროლიდან რამდენიმე წუთში, გარდაიცვალა.
შსს პრეს სამსახური, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელი,რომელიც “საქმის გარჩევისას” ე.წ. “კანონიერ ქურდებს” “წარმოადგენდა”, დაკავებულია.
ამ დრომდე, შსს-ს მომხდარზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.








