გურიის მოამბე

კობახიძის განცხადებებში მუქარის ტონი გაქრა – რა ხდებოდა ე.წ. ფასების კომისიაზე

გამოძიება, კრიმინალი, კარტერული შეთანხმებები და მუქარა გაქრა.  ირაკლი კობახიძე ბიზნესის პირისპირ დღეს სრულიად შეცვლილ ტონით გამოჩნდა. “ოცნების” ლიდერი ამობს, რომ აქვს მცდელობა კონსულტაიების საფუძველზე რომ იქნება ფასები გადაიხადოს.  დღეს იყო პირველი დღე, როცა კობახიძეს ფასების ხელოვნურად ზრდა არ უხსენებია.

ნაკლები მაღაზია, ნაკლები დასაქმებული, ნაკლები კომუნალური და ნაკლები ფული ფართის ქირაობაში, ქართული ოცნება სავარაუდოდ ამ გზით წავა; კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი მარკეტია. მაღაზიების შემცირება სამუშაო ადგილებს შეამცირებს და გავლენას იქონიებს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზეც.

ფასების კომისიის სხდომას  15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი ესწრებოდა – იყვნენ ნიკორა ტრეიდისა და ნიკორას გენერალური დირექტორები, გუდვილი-ს გენერალური დირექტორი, ორი ნაბიჯის 33 პროცენტიანი წილის მფლობელი კახა ბექაური. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მათი პოზიცია არ შეცვლილა – არც ერთი ამბობს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights