ვინ არის კაცი, ვინც “ოცნებასთან” ერთად ოჯახის სიწმინდეს განიხილავს? – გამაოგნებელი ფაქტები

ვინ არის კაცი, ვინც “ქართული ოცნების” ლიდერების პროპაგანდის სამსახურში ჩადგა  ოთარ ჯაფარიძე ფართო საზოგადოებამ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის საერთო განხილვებისას დასმული კითხვით გაიცნო.

ივანიშვილის გუნდი მსჯელობს იდეაზე, ჩაწერონ კონსტიტუციაში ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც  ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა  დაცვა საქართველოს კონსტიტუციით იქნება უზრუნველყოფილი.

ხონის მერის წარმომადგენელმა ოთარ ჯაფარიძემ პედაგოგებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა. 

ოთარ ჯაფარიძის შვილი, ფიზკულტურის მასწავლებელი, ლევან ჯაფარიძე 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით ქუთაისის მეორე ციხეში იხდის ახლა სასჯელს. მას შვიდი წლით და ათი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

საქმის მასალების მიხედვით, მასწავლებელმა13 წლის გოგო სასტუმროში მოტყუებით წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. 

ოცნების წევრის შვილის საქმემ ორი ინსტანცია უკვე გაიარა. ახლა ლევან ჯაფარიძე ქუთაისის მეორე ციხეში უზენაესის ვერდიქტს ელოდება. მეტიც ის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

დაზარალებული საცხოვრებელი სახლიდან, სამეგრელოდან გადასახლდა, მის ოჯახს კი მედიასთან საუბარი არ სურს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share