უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ბუნებრივი აირის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც ცნობილია, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე იყო ისეთი ინფრასტრუქტურაც, რომელიც ევროპისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.
“მთავარი სამიზნე იყო ენერგო სექტორი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები ამ ინდუსტრიაში, როგორც ელექტროენერგიის ისე ბუნებრივი აირის მიმართულებით. სამიზნე იყო ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მისაწოდებლად” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთი ევროპისთვის უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას გაზპრომთან კონტრაქტის საფუძველზე აგრძელებს, რასაც ვადა დეკემბერში ეწურება.