გურიის მოამბე

,,ოცნების” ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა გააუარესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა” – ნიდერლანდების წარმომადგენელი გაეროში

გაეროში ნიდერლანდების წარმომადგენელმა საქართველოს შესახებ მოსმენის დროს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სწრაფი ეროზიის გამო მწუხარება გამოთქვა.

მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა გააუარესა.

ნიდერლანდების წარმომადგენელმა ივანიშვილის პარტიას მოუწოდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება და გარანტირებული გახდეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება.

,,ნიდერლანდები ძალიან წუხს ადამიანის უფლებების დაცვის სწრაფი ეროზიით საქართველოში. საქართველოს ბევრი წინა მიღწევა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით შეიცვალა და ხელისუფლებს ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა გააუარესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. ჩვენი შეშფოთება მოიცავს, საკანონმდებლო რეფორმებს, რომელიც მოწყობილია, რომ ჩაახშოს თავისუფალი ხმები, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მედიაში აზრის გამოხატვას, სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას, მოქალაქეების თვითნებურ დაკავებებს, ცუდად მოპყრობას და მათ შორის წამებას. ნიდერლანდები გასცემს რეკომენდაციას. 1 – უზრუნველყოთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება. 2 – გარანტირებული გახადეთ მშვიდობიანი გამოხატვის უფლება,” – განაცხადა მან. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights