,,გაათავისუფლეთ უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებულები” – ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჟენევაში, საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 2024 წლიდან ფიქსირდება პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჟურნალისტების დაშინება და საკანონდებლო ზომები.
ბრიტანეთის წარმომადგენელმა “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება, გაიწვიოს კანონები და უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძება.
,,ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. 2024 წლიდან მოყოლებული აქ დაფიქსირდა ძალის პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჟურნალისტების დაშინება და საკანონდებლო ზომები, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძება და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება. გაიწვიოს კანონები, რომელიც კრძალავს მათ თავისუფლად ოპერირებას. და მესამე, გაათავისუფლეთ უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებულები და გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი სასამართლოს უფლება,” – განაცხადა გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენელმა.








