გაეროში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენის დროს, რუსეთის წარმომადგენელმა “ქართულ ოცნებას” ადამიანი უფლებათა დაცვის სტანდარტი მოუწონა.
რუსეთის წარმომადგენელმა ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, პოზიტიურად შეაფასა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულება, ასევე სასამართლოს, პოლიციისა და ანტიკორუფციული რეფორმები.
,,მივესალმებით საქართველოს დელეგაციას და მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენისათვის. გვინდა ხაზი გავუსვათ თბილისის ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიურ საკანონმდებლო ფუნდამენტს, განსაკუთრებით იმ კანონებს, რომლებიც გამოყოფილი იყო წინა რეკომენდაციებში. პოზიტიურად ვაფასებთ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულებას და სასამართლოს, პოლიციისა და ანტიკორუფციულ რეფორმებს. მხედველობაში ვიღებთ მთავრობის ძალისხმევას დაიცვან ბავშვთა, ქალთა და ასაკოვანი ადამიანების უფლებები და მოვუწოდებთ გააგრძელონ მუშაობა მოსახლეობის ამ ჯგუფების დასაცავად. მთავრობის დამატებითი ძალისხმევაა საჭირო პენიტენციური სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სისტემაში მრავალრიცხოვანი პატიმრების პრობლემის მოსაგვარებლად,” – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.








