თბილისის საქალაქო სასამართლო “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც, მას პასპორტი ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
ცნობისთვის, საუბარია, ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე.
გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი 23 იანვარს დატოვა. პოლიტიკოსს ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარის თქმას ედავებოდნენ.








