“ძალიან გვაშფოთებს უცხოელ აგენტთა კანონი, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ [კანონპროექტი], სამწუხაროდ, პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა და მგონია, რომ ის ცხადად ეწინააღმდეგება ქართველების უდიდესი უმრავლესობის სურვილს, მიიწევდნენ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის პასუხად და მოველი, რომ ზომებს მივიღებთ. ევროკავშირი განიხილავს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე [კანონის] გავლენას. ამიტომაც, ველი, რომ მომავალში სიახლეები იქნება, ამ კანონის შესაძლო შედეგების გამო.” – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამართული განხილვის დროს.