გურიის მოამბე

ოზურგეთის მერიის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ლანა თოდუა დაინიშნა

ოზურგეთის მერიის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ლანა თოდუა დაინიშნა.
ახალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და მერის მოადგილემ სოფო რამიშვილმა წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ, ლანა თოდუა, ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გენო მორჩილაძის მეუღლეა.
პაატა კუნჭულიამ ლანა თოდუას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას აქვს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება.
ლანა თოდუამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა უცხო ენების მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის თანაშემწედ, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურში სპეციალისტად და ლექტორად. აქვს ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
როგორც ლანა თოდუამ აღნიშნა, საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.
იუწყება ოზურგეთის მერიის ფეისბუკ გვერდი.
აღნიშნული პოსტი, ვაკანტური გასული წლის ბოლოდანაა, როცა ის, თოპდუას წინამორბედმა, მაკა ჭყონიამ დატოვა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights