ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი საქართველოს მესამე პრეზიტენდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაცემი და მოწამლულია, თუმცა აქვე დასძენს, რომ მტკიცებულებები არ აქვს.
1. მიხეილ სააკაშვილი არ არის უბრალოდ პატიმარი. სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი;
2. მიხეილ სააკაშვილი თავს არ გრძნობს შეუძლოდ.
სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უმოწყალოდ ნაცემი და მოწამლული (საბუთი ხელში არ მიჭირავს, მაგრამ, ვიცი რა ღრუსეთის მეთოდები, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა);
3. ნიკა გვარამიას პატიმრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
სწორი თქმაა: ნიკა გვარამიას პატიმრობა გამორიცხავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას;
4. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის პრორუსული.
სწორი თქმაა: ქართული ოცნების დე-ფაქტო რეჟიმი არის რუსული;
5. ბიძინა ივანიშვილი არ არის ქართველი ოლიგარქი.
სწორი თქმაა: ბორის ივანაშვილი არის რუსი ოლიგარქი.
აქედან გამომდინარე ყველა შედეგით”, – წერს გოგოტიშვილი.