გურიის მოამბე

ოზურგეთის “მერცხალი” მარნეულში დამარცხდა

ოზურგეთის “მერცხალი” საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის მეოთხე ლიგის პირველ ტურში, მარნეულში, ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივ “ალგეთს” შეხვდა და 1-3 დამარცხდა.

16 გუნდა მეოთხე ლიგაში გათამაშება გუშინ დაიწყო.

მატჩი ოზურგეთელთა უპირატესობით დაიწყო და გიორგი ჭანუყვაძემ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა,  თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და 32- და 34 წუთებზე ოთარ ხარშილაძის დუბლით შესვენებამდე დაწინაურდნენ, მატჩის საბოლოო წერტილი კი მასპინძელმა ნიკოლოზ თათარაშვილმა დასვა, რომელმაც მესამე გოლი სტუმრებს შეხვედრის წამატებულ, მეექვსე წუთზე გაუტანა.

წარუმატებლად დაიწყო შეჯიბრი ჩოხატაურის “ბახმარომაც” რომელიც საკუთარ “ბორის პაიჭაძეზე” ქუთაისის “ტორპედო 2” თან 2-6 განადგურდა.

მეორე ტურის მატჩს ოზურგეთელები 9 აპრილს, საკუთარ მუნიციპალურზე გამართავენ. ოზურგეთს მარტვილის “მერანი 2” ეწვევა.

ჩოხატაურის “ბახმარო” კი, ერთი დღით ადრე  დუშეთს ეწვევა და “არგვეთი 2” ს 8 აპრილს დაუპირისპირდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights