მთავრობის დადგენილებით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული გუნდის ის წევრები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან, ან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე პირველ ადგილს მოიპოვებენ.
მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ. თუმცა, წელს გამონაკლისი მხოლოდ იმ სპორტსმენებისთვის დაიშვა, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური. თუმცა, სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი მხოლოდ ლაშა ტალახაძემ გამოთქვა.
ტალახაძის გარდა, სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის 5 პრიზიორსაც – იაკობ ქაჯაიას, ლაშა შავდათუაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილსაც. თუმცა, მთავრობის დადგენილება წელს სხვა პრიზიორებზე არ ვრცელდება. შედეგად, მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება.
საჩხერელი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე ჩაირიცხება.