40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” იენის “კარლ ცაისი” 2-1 დაამარცხა და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.
შეხვედრა დიუსელდორფში მდებარე რაინშტადიონზე გაიმართა, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 8 400 მაყურებელი დაესწრო.
მატჩი დაძაბულად წარიმართა, ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, თუმცა დინამოელებმა ზუსტად 4 წუთში ვლადიმერ გუცაევის გოლით გაათანაბრეს. 87-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.