რატომ აღარ იგზავნება შეტყობინებები Facebook Messenger-ით

სოციალური ქსელებიდან, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლატფორმა Facebook Messenger-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აისახა პლატფორმა Downdetector-ზე.

 

მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერენ, რომ შეტყობინებები ადრესატამდე დაგვიანებით ან საერთოდ არ იგზავნება.

შეფერხების გამომწვევი მიზეზი უცნობია. პრობლემაზე Facebook-ის ადმინისტრაციას განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share