გურიის მოამბე

“იდგა ვატერლოოზე გაწბილებული ,,ნაპალიონივით,,” კახა ჩავლეშვილის ნაპოვნი გურული იუმორი

ძველი ისტოებიდან – ოთხმოცდაათიანებში ჩოხატაურში კაცმა ბუტკა გახსნა. ახალბედა ვაჭარი დარწმუნებული იყო, რომ “კაი ხელის” პირველი მყიდველი თუ შეხვდებოდა ამ ,,ბუდკის ბიზნესით,, ბაღნებსაც “მოაწყობდა” თბილისში და ბინებსაც უყიდდა. ასეთ ოცნებაში იყო გართული და სიგარეტის საყიდელი აბაზიანით ხელში სათოხარში მიმავალი მეზობელიც მიადგა. ჰოდა ესეც დაინტერესდა: – რაფერი ხელი გაქო?

ესეც მიხვდა, რომ ახლად გავაჭრებული მეზობლის აუხდენელი ოცნებების გამო შარში იყო გახვეული და ეუბნება: – ძამა ახლა რა რაფერია ვერ გეტყვი, მარა ღამე ცოლს მევეფერე და იმფერი ესიამოვნა მეტი რომ არ შეიძლებაო.

შეიძლება ილუსტრაციაა
ძველი ისტორიებიდან – მორიგი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთი კაცი პამიდორის გამყიდველს მიადგა:
– შენ ძამა იი არ ხარ რუსთავლზე, რომ იძახოდი გადადექითო!
– კი ბატონოო

– აია სულ?! იგინი არ განებებდენ პამიდორის გაყიდვას?!

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი გამოსახულება

ძველი ისტორიებიდან – ოზურგეთში ერთი ძალიან ზრდილობიანი და კულტურული კაცი ცხოვრობდა. რომელსაც ერთმა ტაქსისტმა შეურაცყოფა მიაყენა და ამანაც თავისებურად გამოლანძღა: – ტაქსისტო! ტაქსისტო და კიდევ ერთხელ ტაქსისტო!

შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
ძველი ისტორიებიდან – ოპოზიციურ საარჩევნო შტაბში ახლადმოსულმა ჩემმა მეგობარმა დამწუხრებული სახით მისი მეზობლის გარდაცვალების ამბავი გვამცნო:
– ,,იი მოკტა იქინე, რომ ცხოვრობს,,
მერე რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და ჩაილაპარაკა:

– ,,მაი მაინც არ იყო ჩვენდა ხმაის მომცემი,,

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
– იდგა ვატერლოოზე გაწბილებული ,,ნაპალიონივით,,;
ასე აღწერა ერთმა გურულმა მეორე გურულის მდგომარეობა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights