ოზურგეთის მერიამ, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანზე, ფეხბურთის კარები დაამონტაჟა.
მერის, პაატა კუნჭულიას განცხადებით, ეს ადგილობრივი ბავშვების თხოვნით მოხდა:
“ქალაქის ცენტრალური პარკის სათამაშო მოედანზე ახალი ფეხბურთის კარები დამონტაჟდა – ბავშვების სურვილი შესრულებულია. ![]()
ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი, რამდენიმე წლის წინ გაიხსნა.
ღონისძიებას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა.
„ეს პროექტი „გალფის“ სპონსორობით განხორციელდა. ჩემს უკან ახლა კალათბურთის გულშემატკივრებს ხედავთ. ეს საზოგადოებისთვის ძალიან კარგი რამ არის და მოხარული ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა მაშინ დეგნანმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ზაზა ფაჩულიაც. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 20-მდე საკალათბურთო მოედნის გახსნა.
„ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რის გარშემოც შევიკრიბეთ „გალფთან“ ერთად და გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით 20-მდე მოედანი გაგვეხსნა. ეს არის რიგით მეხუთე მოედანი“, – თქვა ფაჩულიამ.
ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა









