გურიის მოამბე

ოზურგეთის ყოფილი გამგებელი ავთანდილ ღელეყვა გარდაიცვალა

ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, ავთანდილ ღელეყვა, 76 წლის ასაკში, მშობლიურ ნატანებში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გუშინ გარდაიცვალა;

ავთანდილ ღელეყვა . 2002 წელს, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით,  ოზურგეთის რაიონის გამგებლად დაინიშნა. მანამდე, 1990-იან წლებში, ის ხელმძღვანელობდა სოფელ ნატანების კოლმეურნეობას.

მან, ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარის პოსტზე, საბჭოთა კავშირის დროს – ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გივი წითლიძე ჩაანაცვლა;

ავთანდილ ღელეყვას. სოფელ ნატანებში. შაბათს დაკრძალავენ;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights