სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ.
ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან.
„კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კანონი, რომელიც საქართველოს ართმევს განვითარების ყოველგვარ შანსს, მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ახლა ყველას ერთად ყოფნაა. ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია“, — აცხადებენ სტუდენტები.