გურიის მოამბე

კურორტ ბახმაროზე – დამსვენებლების ინფორმციით –  გაურკვეველმა პირებმა დასვენების პარკი მიიტაცეს

კურორტ ბახმაროში, ასასვლელთან, დასვენებისა და გართობის პარკი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის გრანტით გაკეთდა და ინფრასტრუქტურულად განვითარდა, ამ დღეებში, როგორც კურორტის დამსვენებლები გვატყობინებენ, ისევ ჩოხატაურის მერიიის ხელშეწყობით, გაურკვეველმა პირებმა მიიტაცეს;

დამსვენებლების ინფორმაციით, ადგილი, სადაც ნებისმიერ დამსვენებელს, ოჯახთან ერთად შეეძლოთ მისვლა გართობა და დასვენება, რომელ ადგილშიც, ფანჩატურებისა და დასვენებისათვის აუცილებელი შენობების მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წინა, ადგილობრივი ხელისუფლების დროს, გარკვეული თანხები, ევროკავშირის გრანტიდან გამოიყო, ამ დღეებში ვიღაცამ შემოღობა, ფანჩატურებს თუნუქის ფურცლები შემოაკრა და დააბოქლომა, დამსვენებლებს კი ტერიტორიით სარგებლობა აუკრძალა და გაურკვეველი სახის მსენებლობებს ახორციელებს;

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ეს ადგილი “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” ეკუთვნის და როგორ იცავს-ფაქტი სახეზეა;

“გურიის მოამბეს” კურორტ ბახმაროდან დაუკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს.

დამსვენებლები, რომლებიც ჩვენ დაგვიკავშირდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ტერიტორია მიითვისეს თუ მითვისებას ცდილობენ, ჩოხატაურის მერიასთან და ბახმაროს გამგებელთან დაახლოებული პირებია;

რედაქცია შეეცადა სიტუაციაში გასარკვევად ჩოხატაურის მერს, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს, ბახმაროს გამგებელს დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს ზარებს არცერთმა მათგანმა არ უპასუხა;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights