როსტომ რაზმაძე – ნაპოლეონის ქართველი პირადი მცველის შთამბეჭდავი ისტორია

მამლუქი რუსტამი, რომელიც კაიროში ჩასულ იმპერატორს მამლუქმა ბეგებმა აჩუქეს, ნაპოლეო­ნის პირადი მცველი და წლების მანძილზე მისი სასახლის კოლორიტი იყო. მის შესახებ ინფორმა­ცია ქართულ საზოგადოებას მე-19 საუკუნეშივე ჰქონდა, მამლუქთა შორის ხომ ბევრი ქართველი იყო, შესაბამისად, რუსტამსაც ქართველად მიიჩნევდნენ, თუმცა კი, მათი ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ იყო – რუსტამ რაზა თბილისში დაბადებული სომხური წარმომავლობის მამლუ­ქია, რომელიც 13 წლის ასაკში მონებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა. ზოგიერთი ქართველი მკვლევარის ვერსიით, მისი სახელი როსტომ რაზმაძე იყო, თუმცა ამის დამადასტურებელ მასა­ლას ვერ უთითებდნენ. 1960-იან წლებში გაზეთ “სოფლის ცხოვრებაში” გამოქვეყნდა თბილისელი ლიტერატორის – მიხეილ ვადბოლსკის სტატია “რუსტამ მამლუქის თავგადასავალი”, რომელშიც ავ­ტორმა რუსტამის მემუარებიდან რამდენიმე ნაწყვეტი მოიყვანა. რუსტამის მემუარების კითხვისას ცხადი ხდება, რომ იგი თბილისელი სომეხი ვაჭრის ოჯახში იყო დაბადებული და თავის სომხურ წარმომავლობას არაერთხელ აღნიშნავს კიდეც თავის ნაწერში. ფრანგი და სომეხი მკვლევრების ნაშრომები კიდევ უფრო ცხადს ხდის, რომ რუსტამი სომხური წარმოშობის იყო. ქართველ მკვლევ­რებს შორის რუსტამის წამომავლობასთან დაკავშირებული გაუგებრობა ალბათ იმით იყო გამოწვე­ული, რომ მისი თანამედროვეები თბილისში დაბადებულ მამლუქს ხშირად “ქართველად” მოიხსე­ნიებდნენ, მაგრამ ამით ისინი ეროვნულ წარმომავლობას კი არ მიუთითებდნენ, არამედ პიროვნე­ბის დაბადების ადგილს აღნიშნავდნენ.

 

 

რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოიცა. რუსტამის გარდაცვალების შემდეგ მისმა სიძემ მემუარების ხელნაწერი გადასცა ფერმწერ პიერ ბოფოს, რო­მელმაც, თავის მხრივ, იგი ცნობილ მკვლევარს – პოლ კოტენს მიაწოდა. კოტენმა ხელნაწერი თავ­დაპირველად 1888 წელს ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გამოაქვეყნა. მომდევნო ოცდასამი წლის განმავლობაში მან გამოსცა მემუარების ოთხი რედაქცია, რომლებშიც თანდათან შეასწორა ხელნაწერის ორთოგრაფია, სინტაქსი და ა.შ. ამ გამოცემებს შორის ყველაზე სრული და სანდო ვერ­სია 1911 წლის რედაქციაა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ხელნაწერის დიდი ნაწილი რუსტამის ხე­ლით არის დაწერილი, მაგრამ ბევრ ადგილას სხვისი ხელწერა შეიმჩნევა. სავარაუდოდ, ეს ადგი­ლები რუსტამის კარნახით უნდა იყოს დაწერილი.
დღემდე საქართველოში რუსტამის მემუარები მხოლოდ ამონარიდებით და უმეტესწილად არას­წორი გადმოცემებით იყო ცნობილი. წინამდებარე ქართული თარგმანი 1911 წლის ფრანგულ გამო­ცემას ეყრდნობა.
რუსტამი პარიზის მაღალ საზოგადოებაში პირველად 1799 ლის 5 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც პარიზის ოპერის თეატრმა ახალი წარმოდგენის – “კაიროს ქარავანის” პრემიერა მოაწყო. წარმოდგე­ნის სანახავად მისულ ბონაპარტს თან ახლდა რუსტამიც. მისმა გამოჩენამ დამსწრე საზოგადოება­ში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაზეთები წერდნენ, რომ მამლუქმა ყველას მზერა მიიპყრო, თუმ­ცა თვითონ მხოლოდ სცენას უყურებდა. გაკვირვებული იყო იმით, რომ სცენაზე თავისი მშობლი­ური ქვეყნის ტანისამოსს და წეს-ჩვეულებებს ხედავდაო.
დღის განმავლობაში – ბრძოლის ველზე, საზეიმო შეხვედრასა თუ ნადიმზე რუსტამი მუდამ ნაპო­ლეონის გვერდით იმყოფებოდა. მას თან დაჰქონდა ვერცხლის მათარა, რომელშიც ესხა კონიაკი ნაპოლეონის წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ღამით, როგორც რუსტამი ამბობს, “მეძინა იმპე­რატორის საძინებელი ოთახის წინ მდებარე მოსაცდელში, სადაც ჩემთვის ყოველღამე შლიდნენ პატარა საწოლს. თუ არსებობდა შეთქმულების საშიშროება, იმპერატორის კარის წინ ვწვებოდი.” მამლუქის გამოჩენას უფრო დიდი ეფექტი რომ ჰქონოდა, ნაპოლეონმა მისთვის რამდენიმე ძვირ­ფასი ტანისამოსი პარიზში საუკეთესო მკერავებს შეაკერინა. რუსტამი თვითონ შენიშნავს: “სახალ­ხო აღლუმებისთვის არაბული ბედაური მყავდა, ოქროთი მორთული აღკაზმულობითა და თურქუ­ლი უნაგირით. ჩვეულებრივი მგზავრობისა და სეირნობის დროს კი ფრანგულ ცხენებზე ვიჯექი და ჰუსართა მოოქროვილ უნაგირს ვიყენებდი.”
როგორც ნაპოლეონის მსახური კონსტანტი აღნიშ­ნავს, “იმპერატორის ყოველი საჯარო გამოჩენის დროს რუსტამი მისი შეუცვლელი თანამგზავრი იყო. იგი ყველა მგზავრობის, ცერემონიისა თუ ბრძოლის დროს თან ახლდა მას. თავის მდიდ­რულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი რუსტამი ყველაზე თვალწარმტაცი ფიგურა იყო იმპერატორის ისედაც ბრწყინვალე გარემოცვაში. მისი გამოჩენა საოცარ ზეგავლენას ახდენდა, გან­საკუთრებით, უბრალო ხალხზე და პროვინციებში”. თანამედროვის აღწერით, “თავის მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი, მკერდზე საპატიო ლეგიონის ოფიცრის ორდენით და ათასი სხვა სი­კეთით დაჯილდოებული რუსტამი თავისი მფარველისადმი უზომო ერთგულებას იჩენდა“.
იმპერატორი ერთგული სამსახურისათვის გულუხვად აჯილდოებდა რუსტამს, მაგრამ, როგორც ჩანს, მონის ერთგულება მაშინ მთავრდება, როდესაც ბატონი ძლიერებას კარგავს. რუსტამმა ზურ­გი აქცია დასუსტებულ იმპერატორს, მისი მეორე მსახურისგან განსხვავებით, მას არც კუნძულ ელ­ბაზე გადასახლებაში გაჰყვა და არც წმინდა ელენეს კუნძულზე. ამ ფაქტმა იმპერატორს ისე ატკინა გული, რომ ტახტზე 100-დღიანი დაბრუნებისას პირველი, რაც მოიმოქმედა, რუსტამის გაძევება იყო.
იმპერატორის მომხრეებმა რუსტამი მოღალატედ შერაცხეს, თუმცა არც ხელისუფლებისგან ჰქონ­და მას ნდობა. ჭკვიანი მამლუქი კი საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას ცდილობდა, რისთვისაც იგი ინგლისშიც ჩავიდა.
ცხოვრების უკანასკნელი თოთხმეტი წელი რუსტამმა დურდანში გაატარა. იგი ხშირად ნადირობ­და რამბულიეს ტყეში, ჰქონდა მიმოწერა სხვადასხვა მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწესთან, რომ­ლებიც ნაპოლეონის ეპოქით იყვნენ დაინტერესებულები. ამ პერიოდში რუსტამი წერილებს ხში­რად ასე აწერდა ხელს: “იმპერატორ ნაპოლეონის ყოფილი პირველი მამლუქი.” 1840 წელს, როდე­საც მეფე ლუი ფილიპემ ნაპოლეონის ცხედარი ჩამოასვენა წმ. ელენეს კუნძულიდან, რუსტამს სა­შუალება მიეცა, კიდევ ერთხელ მიეგო პატივი თავისი ყოფილი მფარველისათვის. დეკემბრის ერთ მეტად ცივ დღეს მამლუქის მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილმა რუსტამმა მონაწილეობა მიიღო პარიზში იმპერატორის ცხედრის ჩამოსვენების ცერემონიალში.
იმ დღეს რუსტამისათვის არავის არაფერი უთქვამს, პირიქით, ხალხი მასში სწორედ წარსულის სიმბოლოს, ნაპოლეონის დიადი ეპოქის უკანასკნელ გაელვებას ხედავდა და შესაფერის პატივსაც მიაგებდა.
1845 წლის 7 დეკემბერს სამოცდაოთხი წლის რუსტამი ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისი ცხედა­რი ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც დღემდე დგას მისი საფლავის ქვა. რუსტამის ქვრივი დიდხანს არ დარჩენილა დურდანში, მალე გადავიდა საცხოვრებლად ვერსალში, სადაც თა­ვის პატარა ბინაში, მეუღლის ნივთების გარემოცვაში, კიდევ თორმეტი წელი იცოცხლა. ალექსანდ­რინი დუვილი გარდაიცვალა 1857 წლის 24 ივლისს და თავისი მეუღლის გვერდით განისვენებს.
რუსტამს ჰყავდა ორი შვილი: ვაჟი – აშილი, რომელიც ახალგაზრდობაში გარდაიცვალა და შთამო­მავლობა არ დაუტოვებია. რუსტამის ქალიშვილი კი გათხოვილი იყო
ვინმე არმან ბონარზე, რომ­ლისგან შეეძინა ვაჟი, მაგრამ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
რუსტამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი დახასიათებები არსებობს და მისი პორტრეტებიც კი განსხვავებულ პიროვნებას წარმოგვიდგენს.
1806 წელს შექმნილ ჟაკ-ნიკოლა პაილო დე მონაბერტის ნახატში რუსტამი წამოგვიდგება, როგორც სქელტანიანი და პირმრგვალი მამლუქი, თბილი მზერით, მრგვალი ნიკაპითა და სახის ნაზი ნაკვ­თებით. ვან ბრი მატიუ იგნასის ჩანახატში მას პატარა ულვაშიც ამშვენებს. 1810 წელს კი ცნობილ­მა ფრანგმა მხატვარმა ჰორაციო ვერნემ სავსებით სხვაგვარი რუსტამი დახატა – მკაფიო სახის ნაკვ­თებით, ძლიერი ნიკაპით, გადაწკეპილი ულვაშებითა და გამჭრიახი მზერით. კიდევ უფრო განსხ­ვავებულადაა რუსტამი გამოსახული ჟან-ბატისტ დებრეს დიდებულ ნახატში – “საპატიო ლეგიო­ნის ორდენით პირველი დაჯილდოება” (შესრულებულია 1812 წელს) – ნაპოლეონის ტახტთან მდგომ მამლუქს დიდი ცხვირი და გრძელი ულვაში უმშვენებს სახეს.
თანამედროვენი რუსტამის გულკეთილობაზე საუბრობდნენ, მაგრამ, ამავე დროს, მის წუწურაქ და ხელმომჭირნე ხასიათსაც უსვამდნენ ხაზს. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ რუსტამს “არავითარი გა­ნათლება არ გააჩნდა”. ოფიციალური განათლება რუსტამს მართლაც არ ჰქონდა მიღებული და მი­სი მემუარის რთულად გასაგები ხელით და უხეში შეცდომებით შესრულებული ხელნაწერი ამის ნათელი მაგალითია.
მიუხედავად ამისა, იგი ბუნებით საზრიანი პიროვნება იყო და რამდენიმე ენას ფლობდა. ახალგაზრდობაში მას ქართული სცოდნია. როგორც რუსტამი თავის მემუარში აღ­წერს, ეგვიპტეში ჩასვლისას მისმა პატრონმა, ქართული წარმოშობის მამლუქმა სალა ბეიმ რამდე­ნიმე კითხვა დაუსვა ქართულად. მაგრამ, რადგან ადრეული ასაკიდან იყო წამოსული საქართვე­ლოდან, იგი ამ ენაზე ცუდად საუბრობდა. რუსტამის მემუარებიდან ისიც ჩანს, რომ იცოდა სომხუ­რი ენა, ეგვიპტეში ყოფნისას ისწავლა არაბული, ხოლო საფრანგეთში ჩასვლისას ფრანგულსაც დაე­უფლა. თანამედროვენი აღნიშნავენ, რომ რუსტამი ბერძნულადაც საუბრობდა. მამლუქ რუსტამის მემუარები კიდევ ერთელ გვიცოცხლებს თვალწინ იმ ეპოქას, რასაც საფრანგე­თის ისტორიაში ნაპოლეონის ხანა ერქვა და, ამავე დროს, გვახსენებს ისტორიის იმ ტრაგიკულ ფურცლებს, როცა სტამბულის ბაზარში საქართველოდან თუ სრულიად კავკასიიდან მოტაცებული ტყვეები სარფიანად იყიდებოდნენ.
წყარო: “სამხედრო ისტორიის ბლოგი”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ყველა დროის 5 საუკეთესო ქართველი თაღლითი, რომლებმაც ცნობილი ადამიანებიც კი გააცურესგასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევრ­ოპული და ამერიკული პრესა ზაქარია­ მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა. ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლ­იტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები… მათდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა. დეილ კარნეგის თავის ბესტსელერში “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები…
    Tags: და, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, საფლავში გაცოცხლდა – ოზურგეთში მომხდარი შემზარავი ამბავინანა დოლიძე ოზურგეთელი გახლავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია. პროფესიით ექიმი გახლავთ, მაგრამ ახლა პენსიონერია. უამტავი ამბავი ახსოვს, რაც ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში ხდებოდა.   ქალბატონმა ნანამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ორ ამბავს მოუყვა.   – რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში,…
    Tags: და, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    მშიერი ბავშვები, გარყვნილება და აკრძალული ქართული - სასწავლებლები ცარიზმის ეპოქაშიმე-19 საუკუნეში სწავლა მხოლოდ საზოგადოების მაღალი წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საჭირო განათლებას ხშირად ისინიც ვერ იღებდნენ. როგორი იყო რუსული იმპერიის პროვინციად გადაქცეული საქართველოს გიმნაზიები, სად უშვებდნენ სასწავლებლად და რა ცოდნა ჩამოჰქონდათ იქიდან ბავშვებს? ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2013 წელს გამოცემული მწერალთა ავტობიოგრაფიების ორტომეულიდან ირკვევა, რომ ქართველი მწერლების უმრავლესობამ კარგა ხნის განმავლობაში ქართული არც წერა იცოდა და არც კითხვა, ხშირად კი ლაპარაკიც ავიწყდებოდათ. მიზეზი ის იყო, რომ მე-19 საუკუნის სასწავლებლებში ქართულად არაფერს ასწავლიდნენ. დამუნჯებული ბავშვი   დავით კლდიაშვილი წერს, რომ მთავრობას ყოველწლიურად შიდა რუსეთში…
    Tags: და, იყო, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    მშიერი ბავშვები, გარყვნილება და აკრძალული ქართული - სასწავლებლები ცარიზმის ეპოქაშიმე-19 საუკუნეში სწავლა მხოლოდ საზოგადოების მაღალი წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საჭირო განათლებას ხშირად ისინიც ვერ იღებდნენ. როგორი იყო რუსული იმპერიის პროვინციად გადაქცეული საქართველოს გიმნაზიები, სად უშვებდნენ სასწავლებლად და რა ცოდნა ჩამოჰქონდათ იქიდან ბავშვებს? ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2013 წელს გამოცემული მწერალთა ავტობიოგრაფიების ორტომეულიდან ირკვევა, რომ ქართველი მწერლების უმრავლესობამ კარგა ხნის განმავლობაში ქართული არც წერა იცოდა და არც კითხვა, ხშირად კი ლაპარაკიც ავიწყდებოდათ. მიზეზი ის იყო, რომ მე-19 საუკუნის სასწავლებლებში ქართულად არაფერს ასწავლიდნენ. დამუნჯებული ბავშვი დავით კლდიაშვილი წერს, რომ მთავრობას ყოველწლიურად შიდა რუსეთში მიჰყავდა…
    Tags: და, იყო, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები