გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ის რელიგიური რიტუალებში გამოიყენებოდა და მხოლოდ შამანები და ბელადები ეწეოდნენ. თამბაქოს პირველი გაცნობა ცივილიზაციასთან 1492 წლის 15 ნოემბერს შედგა, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორის აბორიგენებს შეხვდა. აბორიგენებმა მას საჩუქრად უცნაური მცენარის ფოთლები გადასცეს. კოლუმბმა არ იცოდა რა ექნა ამ ფოთლებისთვის, გადაეგდო თუ მოეწია. ამგვარად, თამბაქოს ფოთლები ევროპულ კონტინენტზე მოხვდა.
თამბაქოს პირველი მსხვერპლი ევროპაში კოლუმბის ჯგუფის წევრი – როდრიგო დე ხერესი გახდა. მან ესპანელებს დაუფიქრებლად გააცნო თამბაქოს „უნარები“, მაგრამ ინკვიზიციამ არ დააფასა ეს ინოვაცია. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანი, რომელიც პირიდან ბოლს უშვებდა, ბნელ ძალებთან იყო კავშირში. საბრალო მეზღვაური გისოსებს მიღმა 7 წლით გამოკეტეს. ევროპული კვალი ევროპაში, თამბაქოს გავრცელების პერიოდად 1560 წელი ითვლება, როდესაც ფრანგმა დიპლომატმა, ჟან ვილმან ნიკომ თამბაქო დედოფალ ეკატერინე მედიჩის – შაკიკის სამკურნალო საშუალებად გადასცა. თავიდან, თამბაქოს კულტივაცია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ხდებოდა. პარიზში თამბაქომ დიდ პოპულარობას მიაღწია. მას „ნიკოტინის ბალახი“ უწოდეს, ჟან ნიკოს პატივსაცემად. ჟან ნიკო აჩვენებს თამბაქოს ეკატერინე მედიჩის მე-16 საუკუნეში, მკურნალი ნიკოლას მონდარესი ისტორიაში შევიდა როცგორც ექიმი, რომელმაც პირველმა გამოიყენა თამბაქო უნივერსალური წამლის სახით, დიარეის, კბილის ტკივილისა და ანთების დროს. ევროპაში სჯეროდათ, რომ მოწევა სიფილისისგან და ბოროტი სულებისგან იცავდა. ორი საუკუნის შემდეგ, ექიმები თამბაქოს სტრესისა და დეპრესიის სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით, ამ მკურნალობის გვერდითი ეფექტებიც გამოავლინეს: დროთაგანმავლობაში, ჰორმონალური სისტემა ირეოდა და საჭირო ხდებოდა ენდოკრინოლოგიური სისტემის მკურნალობაც. ევროპელებს თამბაქოს მოხმარებაზე, ამერიკელებთან შედარებით ძალიან განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. ისინი თამბაქოს მარტო კი არ ეწეოდნენ, არამედ ღეჭავდნენ, ისუნთქავდნენ, უმატებდნენ წამლებსა და საჭმელში. თამბაქო ნელ-ნელა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა. მე-17 საუკუნიდან თამბაქოს აქტიურად იყენებდნენ. ესპანელებმა, როგორც მისი აღმოჩენის ავტორებმა, თამბაქოს მოყვანის მონოპოლია შექმნეს, სამხრეთ ამერიკის კოლონიებში. 1636 წელს დაფუძნდა პირველი სახელმწიფო თამბაქოს კომპანია, რომელიც სიგარეტებს აწარმოებდა. სიგარეტის კოლოფის გაჩენა და მისი ევოლუცია სიგარეტების გამოჩენასთან ერთად, მისი შეფუთვის და შენახვის პრობლემამაც იჩინა თავი. სიგარები სპეციალურ ხის ყუთებში იდებოდა, რომელიც მის ტენიანობას იცავდა. პირველი შეფუთვა ძალიან მოუხერხებელი იყო. მეორე – ძალიან ძვირადღირებული. ასე გაჩნდა პირველი რბილი კოლოფი, რომელზეც გამოსახული იყო ბრენდი და სიგარეტების რაოდენობა. მოგვიანებით, დამატებით გაჩნდა ალუმინის ქაღალდი (იგივე „ფოლგა“). ამისდა მიუხედავად, შეფუთვა მაინც მოუხერხებელი იყო. ის მალე იკუჭებოდა და ზიანდებოდა ჯიბეში. ამიტომ, რბილი კოლოფი მუყაოს მაგარმა კოლოფმა ჩაანაცვლა. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ – აჭარაში და ბოლოს – აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა). როგორ გაჩნდა ფილტრი სიგარეტის ფილტრი დაახლოებით 100 წლის წინათ გამოიგონეს. მისი მიზანი იყო პირში თამბაქოს ნაწილების მოხვედრის თავიდან არიდება. ფილტრი ქაღალდისგან იყო და მას სიგარეტში თავად მწეველები ათავსებდნენ. 10 წლის შემდეგ, გამოუშვეს ფილტრიანი მთლიანი ღერები, რაც ბოლის ფილტრაციასაც ახდენდა. 1845 წელს, ფილიპ მორისმა სიგარეტების გამოშვება ინგლისში დაიწყო, ხოლო 1864წელს, სიგარეტის პირველი ქარხანა აშშ-ში გაიხსნა. 1881 წელს, ჯ. ბონსაკმა გამოიგონა სიგარეტების შეხვევის მანქანა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა. გაყიდვებით, სიგარეტებმა გადაუსწრეს სიგარებს. ყველაზე დიდი პოპულარობით კი ის ომის პერიოდში სარგებლობდა. „ჯარისკაცის მოსაწევი“ – ასე უწოდებდნენ სიგარეტებს, რომლებსაც მუყაოს კოლოფით, ფილტრის და მუნდშტუკის გარეშე უშვებდნენ. მას „პაპიროსი“ უწოდეს.
ambebi.ge