ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს.
ბოლო დროის ყველაზე ცნობილი იუბილარის დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია. ირკვევა, რომ ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზე ირიცხება. თავად ანტონ ობოლაშვილი კი ფლობს: საფრანგეთი, პარიზში 130 კვ.მ ბინას, რომელიც 2014 წელს 1 165 025 ევროდ აქვს შეძენილი და რომლის თანამესაკუთრეც ასევე მეუღლეა. დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, მიქელაძის ქუჩაზე. ერთი საერთო ფართი 117,58 კვ.მ-ა, ხოლო მეორის 138,17 კვ.მ. ობოლაშვილის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთი. ასევე, აქვს ორი მაჯის საათი, ერთი – BREGUET, რომლის ღირებულებაც 15 000 დოლარია, ხოლო მეორე A.Lange & SOHNE, რომელიც 17 000 დოლარი ღირს.
რაც შეეხება ქართულ ბანკებს, აქ ობოლაშვილის ანგარიშზეა: “თიბისი“ ბანკში VIZA GOLD-ზე 10 123 ლარი, ,,თიბისი”-ში მიმდინარეზე 49,74 დოლარი და ამავე ბანკში VIZA INFINITE-ზე 15 382,4 ევრო. ამასთან, დეპუტატს „თიბისიში“ გახსნილი აქვს სამი ანაბარი, ჯამში 1 486 451 დოლარი, „საქართველოს ბანკში“ კი 300 000 დოლარი.
ნაღდი ფულის სახით, დეკლარაციის მიხედვით, მისი დანაზოგი ასე გამოიყურება: 47 000 ლარი, 18 000 დოლარი და 13 000 ევრო.
ობოლაშვილი ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – შპს გლობალფარმი, სადაც ის წილის 100%-ის მესაკუთრეა. ჯეომედიცინ-ში კი ფლობს წილის 35%-ს. მისივე საკუთრებაა 100%-იანი წილი შპს მესხეთი 2004-ში.
ობოლაშილების ოჯახს ეკუთვნის სასტუმრო ,,მონოგრაფი” თავისუფლების მოედანზე. პროფესიული სასწავლებელი კეონი აკადემია და ,,გლობალფარმის“ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიები.
დეკლარაციის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილმა ქონების გადასახადის სახით გასულ წელს სახელმწიფოს 8 715 ლარი გადაიხადა. გასულ წელს დეპუტატმა ქველმოქმედებაში 100 000 დახარჯა, მისმა მეუღლემ კი 30 000 ლარი.
მიუხედავად დიდი და მდიდრული დეკლარაციისა, ბიზნესმენის ქონების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ავტომობილი ირიცხება. ისიც მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. მსუბუქი ავტომობილი PORSHE-CAYENE , რომლის საბაზრო ღირებულებადაც 96 000 ლარია მითითებული.
შეგახსენებთ, საზოგადოების ინტერესის ცენტრში დეპუტატი მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ვიდეო საკარანტინო წესების დარღვევით როგორ ერთობიან მმართველი გუნდის წევრები 23 თებერვალს. მიზეზად, ანტონ ობოლაშვილის იუბილე დასახელდა, თუმცა დოკუმენტებში დაბადების თარიღად 1-ლი მარტია მითითებული.
https://www.bpn.ge/