ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა. გავმართეთ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ კრიზისის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ერთად”, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნებზე, რომელიც მათი შეფასებით არის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული.

არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკურ პრობლემები, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. ასევე, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ნატო-ში. კიდევ ერთხელ, შეჯამება მოხდა იმ პროგრესის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პროგრესი, რასაც ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    ირაკლი ღარიბაშვილი: "ევროკავშირის უმაღლესი პირების შეფასებით, არჩევნები იყო სამართლიანი"ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი პირების შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით, არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, რომ…
    Tags: რომ, და, ჩვენ, მინდა, არის, რომელიც, კიდევ, ერთხელ, კონსტრუქციული, ყველა
  • 88
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    ნიკა მელია: "ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა" "გამარჯობა ყველას, მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა  საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა  ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა. ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ…
    Tags: და, ჩვენ, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    “სანამ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი არ მოვა, ვინც არ მოიპარავს, არაფერი გვეშველება”მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ ახალ გადაცემას იწყებს, სადაც საინტერესო მუსიკალურ პერფორმანსებს შევხვდებით. მერაბი თავადაც ჩაერთვება ამ მუსიკალურ ორომტრიალში, თუმცა უფრო მეტად, როგორც წამყვანი. დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად ახალგაზრდა თუ ძველი თაობის მომღერლებს ვიხილავთ, სხვადასხვა მუსიკალური ნომრით. მერაბის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია… მერაბ სეფაშვილი: პირველი გადავემა „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს…
    Tags: არ, და, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა