„ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი.
მისი თქმით, პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრები სასტუმროში იმყოფებოდნენ და „პრინციპში, სასტუმროში ტურისტების ყოფნა არ არის აკრძალული”.
რაც შეეხება 9 საათის შემდეგ შეკრების აკრალვას, წილოსანი პრობლემას აქაც ვერ ხედავს და ამბობს,რ ომ შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა.
„ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით.
სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეოკადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში,“ – აცხადებს წილოსანი.