ხშირად იმეორებენ, სიკეთე გავუკეთე, გადავყევი, არაფერს ვიშურებდი და არ დააფასა, მადლობაც არ მითხრაო…
ჰმ, მადლობას ვინ ჩივის, შეიძლება მოგიბრუნდეს და ლანძღვა-გინება დაგიწყოს…
უნდა შევეგუოთ იმას, რომ მადლიერებაც ნიჭია, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც შეიძლება ყველას არ აღმოაჩნდეს… ლანძღვა კი უბრალოდ უტაქტობა და უზრდელობაა. შესაბამისად არ უნდა გეწყინოს.
სიკეთის კეთების გზაზე მაინც არ უნდა დავბრკოლდეთ.
არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, ამას ვინ დაინახავს და მადლობას როდის გადაიხდის…
ყველაფრის მიუხედავად ჩვენ იგივე გზით განვაგრძოთ სიარული.
იკითხოს მან, ვისაც მადლიერება არ შეუძლია!..
პეტრე კოლხი