ოზურგეთში ბ-ნ პლატონ ბერიძის მოთავეობით ერთი საინტერესო წრე დაარსდა თამბაქოს მწეველთა საწინააღმდეგოდ: ვინც ამ წრეში ჩაეწერება, პირობასა სდებს თამბაქოს წევაზედ ხელი აიღოს, თუ ამ პირობის დადების შემდეგ თამბაქო მოსწია, ვალდებულია ოზურგეთის უფასო წიგნთსაცავის ხუთი მანეთი გადაიხადოს. ჯერ ამ საზოგადოებას ათამდე ჰყავს წევრი. ვინც-კი ჩაეწერა, ჯერ არავინ არ დაბრუნებია ამ სააუგო ჩვეულებასა, როგორიცაა თამბაქოს წევა. აი ამასა ჰქვიან საქციელი ყოვლად სასარგებლო და ფრიად სასიამოვნო.
ცნობის ფურცელი – 1897 წელი 25 აპრილი