“საქართველო არის გადასარჩენი, ყველანი არჩევნებზე”- ნანუკა ჟორჟოლიანი

ენმ-ძალა ერთობაშიას შემაჯამებლ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს, წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მიმართა.

” მიყვარს ყველა ვინც აქ არ არის, მე მინდა რომ ჩვენ ახლა აქედან სიყვარული გავუგზავნოთ ყველას, ვისი საქართველოც აქ არის, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და ვინც უბრალოდ ვერ მოახერხა აქ ჩამოსვლა, თუმცა თითოეული მათგანი აქ ჩვენთან ერთადაა ახლა და ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ვართ, ვიდრე დაიტევდა ეს კონკრეტული ადგილი” – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა, თავისუფლების მოედნიდან, ქვეყნის მოქალაქეებს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა 31 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშნველობას გაუსვა ხაზი და მოუწოდა ყველას მივიდნენ არჩევნებზე, რადგან ეს არის გადამწყვეტი დღეს, როცა  ერთ ხმასაც მნიშვნელობა აქვს ქვეყნის  გადასარჩენად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share