CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პარტიის ყრილობის გამართვას 20 მაისისთვის გეგმავს.
რამდნეიმე კვირის წინ, CNews-ს წყარომ გახარიას გუნდიდან უთხრა, რომ ექსპრემიერი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადებას 26 მაისისთვის აპირებდა, თუმცა პარტიის ყრილობისთვის, როგორც ჩანს, საბოლოო თარიღად 20 მაისი შეირჩა.
გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ პარტიის დასაფუძნებლად ყველაფრი მზად არის და თარიღიც შერჩეულია. მისი შეცვლის მცირე ალბათობა არსებობს, რაც შესაძლოა, უკიდურესად ობიექტური გარემოებით იქნას გაპირობებული.
ამასთან, ჯერ არ არის გაადწყვეტილი, თუ რა ერქმევა ახალ პარტიას, თუმცა ერთ-ერთ სამუშაო ვერსიად სახელი „საქართველოსთვის“ განიხილება.
გახარიას გუნდში უკვე დასრულებულია სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებაც.
აღსანიშავია, რომ სანამ გახარია პარტიას ოფიციალურად დააფუძნებს, პოლიტიკურ არენაზე პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოჩდა, რომელმაც გუშინ, 6 მაისს, განაცხადა, რომ „ბოლო წვეთი“ შარლ მიშეელის დოკუმენტი გახდა, რამაც პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
„ერი“, ანუ „ერთობა“, „რაობა“ და „იმედი“ – ეს არის ვასაძის პარტიის სლოგანი და ასევე, სახელწოდებაც. ესე იგი, გამოდის, რომ გახარიას მსგავსად, ვასაძეც ეროვნულ-პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშებს.