„ახალი ბავშვები ძველ პედაგოგიკაში არ უნდა მოათავსო. როგორც ქრისტემ თქვა – ახალი ღვინო ძველ ტიკებში. რა დაემართება ღვინოს და ტიკს? ახალი ბავშვი მოვიდა სულ სხვა ცნობიერებით და თავისი მისიით, ენერგიით. ვერ ვიმორჩილებთ ბავშვებს და ეს რომ ვიღაცას შევჩივლოთ, ჰიპერაქტიურები დავარქვით მათ. ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, ჩვენ ვართ ჰიპერპასიურები. როცა ჰიპერპასიურობას ხედავს ბავშვი, ის ჰიპერაქტიური იქნება და შეაწუხებს მასწავლებელს – წამოიკივლებს, წამოხტება, იმას არ გააკეთებს, რასაც მასწავლებელი ეუბნება, არ დაუჯერებს, არ მოუსმენს… მე კიდევ სულ ვყვირი და ეს ჩემი ყვირილი აქტივობაა? მშობელს რომ ვეძახი მიშველეთ-მეთქი – აქტივობაა? ჰუმანური მასწავლებელი მშობელს არასდროს არ დაიბარებს, არ ეტყვის, რომ მე ვერ აღვზარდე შენი შვილი და შენ მომიყვანე აღზრდილი. იმას დიპლომი არა აქვს, შენ დიპლომი გაქვს. რატომ ეძახი მშობელს შენი საქმის გასაკეთებლად? – ეს ჰუმანური პედაგოგიკის დარღვევაა.“
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი