რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გენერალურ დირექტორს პაპუნა გულაშვილს, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას დაზარალებულების მამა მალხაზ გულაშვილი ავრცელებს.
ამბობს, რომ მის შვილს თავს ნამახვანჰესის აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაესხა.
“ჩემი შვილი ოფისში მოდიოდა, ამ დროს გზა აქციის მონაწილეებს ჰქონდა გადაკეტილი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. პაპუნამ აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფისში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო
მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ფაქტზე დროული და შესაბამისი რეაგირება. ახლა გამოკითხვაზე განყოფილებაში ვიმყოფებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მივაწოდოთ”, – ამბობს მალხაზ გულაშვილი “აჭარის ტელევიზიასთან” საუბრისას.