საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დახურვასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს:
“ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული, არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია.
მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხდეს, მათ შორის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. და მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება და პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვის პრობლემები არ გადაიფაროს რაიმე სხვა პრობლემებით.
დახურვაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები”,– თქვა ანდრია ჯაღმაიძემ