” შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ყველამ უნდა გავაცნობიერეთ, უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 373 728 გახდა.