“ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი პარტიიდან, გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი. გიორგი ღურჯუმელიძე, ჟურნალისტებს “ცხედრით ვაჭრობაში” ადანაშაულებს.
ის ასევე მიიჩნევს, რომ “ჟურნალისტები დეზინფორმაციითა და ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები საკუთარი მდაბიო მიზნების მისაღწევად” და ამ ყველაფერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.